კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს თბილისში გამოეხმაურნენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება თავის ქმედებით საერთაშორისო ურთიერთობებს აზიანებს და ქვეყანას იზოლაციის საფრთხეს უქმნის. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის წინსვლასა და დემოკრატიის განვითარებაზე საერთაშორისო კვლევები მეტყველებს და პარტნიორებმა ამით უნდა იხელმძღვანელონ.