ბიძინა ივანიშვილის წერილი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი წერილს ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის წერილი დღეს დილით გავრცელდა. განცხადებაში ის საუბრობს პოლიტიკური პროცესებიდან მისი გასვლის მიზეზზე, შვეიცარიულ ბანკთან არსებულ პრობლემაზე, რეგიონში არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, გარკვეული ძალების სურვილზე, საქართველო ჩაერთოს ომში, ხელისუფლების მოქმედებაზე, მიზანზე, რომ ქვეყანას არ უნდა გაუფუჭდეს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან და ბოლოს ბიძინა ივანიშვილი პასუხს სცემს „ქართული ოცნებიდან“ გასული სამი დეპუტატის მიერ საჯაროდ დასმულ შეკითხვას, ჰქონდა თუ არა მას შეხვედრა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩთან.

ივანიშვილი ამბობს, რომ ასეთი შეხვედრა შედგა ელჩის ინიციატივით 21 მარტს, ის გაგრძელდა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, თუმცა ბიძინა ივანიშვილი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რას შეეხებოდა ეს შეხვედრა.

ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში.