ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი მიმართვა საზოგადოებას.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ახალ წერილში 1989 წლის 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობს და ბოლო 30 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იხსენებს 2012 წლის პირველ ოქტომბერსაც და ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებაში შვიდი წლის წინ მოსულმა გუნდმა დემოკრატის მაღალი სტანდარტი უზრუნველყო.
პარტიის ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, ეკონომიკური მდგომარეობა ამ სტანდარტს ჩამორჩება, თუმცა იქვე დასძენს, რომ რევანშის და ქაოსის მსურველი ძალები სწორედ ეკონომიკურ პრობლემებზე აქცენტირებით ცდილობენ წარსულში დაბრუნებას. სწორედ წარსული მაგალითების გათვალისწინებით ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების გაერთიანების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს და ამ კონტექსტში პარალელს სწორედ 9 აპრილთან ავლებს.
წერილის გზავნილებს სრულად იზიარებს მმართველი გუნდი, მწვავეა ყოფილი მმართველი პარტიის რეაქცია.