Entrepreneur Georgia ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე დეტალურად საუბრობს, როგორ და რა პირობით აპირებს შეიძინოს წყალტუბოში არსებული სასტუმროები, როგორ აპირებს დასახელებული 22 სასტუმროდან კერძო მესაკუთრეებისგან შვიდი სასტუმროს გამოსყიდვას და თანამშრომლობის რა მოდელს სთავაზობს ბიზნესს.
„მინდა გავაწბილო ოპონენტები, სამ წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, წყალტუბოს პროექტიდან სარგებელს ათასობით ადამიანი ნახავს“, – აცხადებს ივანიშვილი.
უფრო დეტალურად ინტერვიუს მთავარ გზავნილებზე ანა ბროლაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.