ორი ექს-მინისტრის შემდეგ გამოძიებას კითხვები შესაძლოა ყოფილი პრემიერის მიმართაც გაუჩნდეს.
საგამოძიებო უწყებაში გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო დაბარებაზე მთავარი პროკურორის მოადგილე საუბრობს. იგულისხება სისხლის სამართლის ის საქმე, რომლის ფარგლებში უკვე გამოკითხნენ დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურა ალავიძე. სწორედ ეს ორი ადამიანი დაასახელა პარტიის თავმჯდომარემ ყოფილი მინისტრთა კაბინეტიდან იმ პირებად, რომლებთანაც კვირიკაშვილი გადაწყვეტილებებს ათანხმებდა.
პირველ არხთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის ტონი მთავრობის ყოფილი მეთაურის მიმართ განსაკუთრებით მკაცრი იყო.