ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის.

„მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი.

„მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა. პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. ხალხი გაიზარდა, ის არ შეეგუება დიქტატურას. დღევანდელი გუნდი საიმედოდ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.