აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.
მმართველი გუნდის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიზეზებზე ვრცელ წერილში საუბრობს და ამბობს, რომ ორი მთავარი მიზანი მიღწეულია – მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ უპირობო წინსვლა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი თვლის, რომ პარტია უკვე პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი, გამოცდილი და ევრო-ატლანტიკური ღირებულებების გამზიარებელი გუნდია. მიღწევებთან ერთად ბიძინა ივანიშვილი მთავარ გამოწვევად ისევ სიღარიბეს ასახელებს და ბოდიშს უხდის საზოგადოების იმ ნაწილის, ვინც მისი გუნდის მმართველობიდან უფრო მეტს ელოდა, თუმცა აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რვა წლიანი მმართველობის პერიდოში შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა.
ღია წერილის დეტალები ანა ბროლაძის სიუჟეტში.