ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა - პარტიის ლიდერების განცხადებები
„ქართული ოცნების“ მეშვიდე ყრილობის დასრულების შემდეგ, პარტიის ლიდერებმა მედიასთან კომენტარები ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას უმრავლესობის წევრებმა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდეს. ასევე განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.