პირველი არხის გადაცემას „ფერმა“ კონსულტაციას „ბიბისის“ პროდიუსერი, რობინ ფორესტერ ვოლკერი გაუწევს.
ბრიტანელი მედიაკონსულტანტი გადაცემის ჟურნალისტებთან და პროდიუსერებთან ერთად სამი თვის განმავლობაში დაგეგმავს გადაცემებს და იმუშავებს იმ თემებზე, რომლებიც აქტუალურია გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე.
ბრიტანელი ჟურნალისტი უახლოეს დღეებში „ფერმის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად დედოფლისწყაროსა და მარნეულში გაემგზავრება და მათთან ერთად პირველი გადაცემის მომზადებაში მიიღებს მონაწილეობას.
გადაცემის წამყვანისა და პროდიუსერების განცხადებით, „ბიბისის“ წარმომადგენლის ტრენინგები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.