სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ სტატია სახელწოდებით, „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, შეკვეთილია, – ამის შესახებ „ბიბისის“ პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული. საქმე ეხება პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის 7 ივლისის განცხადებას, „რომ „ბიბისიზე“ უკვეთავენ სტატიებს, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა“. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა კითხვით მიმართა „ბიბისის“, საიდანაც პასუხი დღეს მიიღო.
ბრიტანულმა მაუწყებელმა „ბიბისიმ“ ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“. საუბარია ამირან გამყრელიძეზე, პაატა იმნაძესა და თენგიზ ცერცვაძეზე.
ამასთან, სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრები გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.
„ბიბისი“ – როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში