ბეთლემში სპეცდანიშნულების რაზმი და მძიმე ჯავშანტექნიკაა მობილიზებული
იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არეულობა გრძელდება. პალესტინელი აქტივისტები ქუჩაში რჩებიან. ბეთლემში სპეცდანიშნულების რაზმი და მძიმე ჯავშანტექნიკაა მობილიზებული. სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას მეორე დღეა აპროტესტებენ იორდანიაშიც. ათასობით აქტივისტი ჩირაღდნებით ხელში ამანში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბა.
დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი ორი დღის წინ აღიარა, რასაც დასავლური და არაბული ქვეყნების ლიდერების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.