ბეშუმში დღეს სახალხო ზეიმი „შუამთობა-2018“ აღინიშნება.
დღესასწაული მაწყვალთის მთიდან დაიწყო, დასკვნითი ღონისძიება კი 11 აგვისტოს მთა ჩირუხში გაიმართება.
ზეიმი მთის სამუშაოების სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. მაღალმთიან აჭარაში დღეს პრემიერს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ელოდებიან.
ღონისძიებებს დაესწრებიან აჭარის მთავრობის წევრებიც. დღესასწაულზე მისვლას გეგმავენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
რას უკავშირდება და როგორია მრავალწლიანი დღესასწაულის ტრადიცია ბეშუმში, დეტალები „მოამბეში“.