ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ქართული დელეგაცია შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრა ამჯერად ორგანიზაცია „ევროპული კინოს პოპულარიზაციის“ ხელმძღვანელთან გაიმართა. სონია ჰეინენთან ქართულმა მხარემ სხვადასხვა პროგრამაში ქართველი რეჟისორების, პროდიუსერებისა და ქართული ფილმების მონაწილეობის შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება. დელეგაცია ასევე შეხვდა ვენეციის კინოფესტივალის პროგრამერს, პაოლო ბერტოლინის. მხარეებმა მიმოიხილეს უახლესი ქართული ფილმები, რომლებსაც ფესტივალზე მოხვედრის შანსი აქვთ. შეხვედრა გაიმართა ლოკარნოს კინოფესტივალის პროგრამერთანაც. ანესის კინოფესტივალის მარკეტის დირექტორთან კი ანიმაციურ პროექტებზე შედგა მსჯელობა.