ახალგაზრდა ქართველი მსახიობის საერთაშორისო აღიარება.
ირაკლი კვირიკაძემ ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონია ბერლინის კინო-ფესტივალზე გაიმართა, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა თინათინ ყაჯრიშვილისთვის. ქართველი რეჟისორის ახალი ფილმის პრემიერას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ფესტივალი 25 თებერვლამდე გაგრძელდება და სწორედ ბოლო დღეს გამოვლინდება ბერლინალეს მთავარი პრიზის, „ოქროს დათვის“ მფლობელი.