ქართული დელეგაციის წევრები, „ბერლინალეს“ ფარგლებში, აქტიურ შეხვედრებს მართავენ. დოჰას კინოინსტიტუტის ფონდის ხელმძღვანელთან შეხვედრისას მხარეებმა კინოს დაფინანსების სქემებსა და დოჰას კინოინსტიტუტის ფონდიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ბერლინის საერთაშორისო დოკუმენტური კინომარკეტის Sunny side of the doc წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე კი აღნიშნულ კინომარკეტზე ქართული სტენდის მოწყობის შესაძლებლობები განიხილეს. ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის შესარჩევი კომისიის ხელმძღვანელსაც.