"ბერლინალე 2018" - საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველო წელს მეცამეტედ წარდგება
საქართველო ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეცამეტედ იქნება წარმოდგენილი. ჩვენი ქვეყანა ფესტივალზე რამდენიმე სურათს წარადგენს. 16 თებერვალს ბერლინალეს სექციაში – ”პანორამა” თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის “ჰორიზონტი” მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
“ლოლა ეთ ბერლინალეს” ფარგლებში კი, 18 და 21 თებერვალს, დელფის კინოთეატრში “ჩემი ბედნიერი ოჯახის ჩვენება” მოეწყობა. ხოლო ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პლატფორმაზე – ”ბერლინალე ტალანტი” წელს 3 ქართველი კინემატოგრაფისტი იქნება წარმოდგენილი.
თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი.