მიმართვა საჯარო რეესტრს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა.

საჯარო რეესტრმა კომპანიის 60% უშუალოდ ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კომპანია „პანორამას“ მიაკუთვნა. გადაწყვეტილება რეესტრმა 15 საათსა 28 წუთზე მიიღო. საჯარო რეესტრმა ასევე დააკმაყოფილა ახალი მესაკუთრეების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება და ტელეკომპანიის დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა.

პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია თანამდებობიდან გათავისუფლებულია.