ბექა წიქარიშვილი: შს მინისტრი მზად არის, გადაცდომების შემთხვევაში ბოდიში მოიხადოს
ჩემო მეგობრებო, ჩემო თანამებრძოლებო, ყველა ხვდებით, რომ ესკალაცის რისკი დიდია. თავიდანვე ვამბობდით, რომ არ გვინდა არანაირი დაპირისპირება და პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების მომხრე ვართ. რაც შეეხება შეხვედრის შედეგებს, როგორც მინისტრმა გვითხრა, იგი პასუხისმგებლობას არ გაურბის.
ჩვენ ხვალ გიორგი გახარიასთან განვიხილავთ პარასკევის ღამის მოვლენებს. მინისტრი მზად არის, ყველა იმ პირმა აგოს პასუხი, ვინც იმ ღამეს გადაცდომები ჩაიდინა. საუბარია არა მხოლოდ დაბალ რგოლზე.
ასევე, მივიღეთ დაპირება, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა განახლდება და უახლოეს დღეებში კონრეტული პროგრესი იქნება. მალე მივალთ კონკრეტულ შედეგამდე. მინისტრმა გვითხრა, რომ ამის შესახებ პირადად საჯაროდ განაცხადებს. ჩვენ დაველოდებით მის საჯარო განცხადებას.
ეს შემთავაზება ჩვენს მოძრაობას არც არაფერს ვნებს და არც არაფერს აკლებს. პირიქით, ისეთი ძლიერები ვართ, როგორც არასდროს. ჩვენ არ გვსურს დაპირისპირება, ესკალაცია და საზოგადების აზრის ორად გაყოფა.
აღნიშნულის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზატორმა შს მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.