„ჯორჯიან მანგანეზში“ სახელმწიფოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველის პარლამენტში დაბარებას მოითხოვს ბექა ნაცვლიშვილი.
დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ ჭიათურაში მძიმე ვითარებაა და აუცილებელია საკითხზე დაუყოვნებლივ დაიწყოს მსჯელობა. ნაცვლიშვილის პოზიციით, გაფიცული მაღაროელების მოთხოვნა უსამართლო ვერ იქნება.