ბექა ნაცვლიშვილის გადაწყვეტილება

„ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს.

საპენსიო რეფორმის შესახებ მომზადებული პროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნის შემდეგ, უმრავლესობას მისი ავტორი, ბექა ნაცვლიშვილი ტოვებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ის გადის უმრავლესობიდან, ფრაქციიდან და პარტია „სოციალ-დემოკრატებიდანაც“. კენჭისყრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრებმა ნაცვლიშვილს საკითხის განხილვისკენ მოუწოდეს. დეპუტატები აცხადებენ, რომ მათთვის ნაცვლიშვილის პოზიცია გასაგებია და ნაწილი მის ინიციატივასაც მიესალმებოდა, თუმცა მათივე აზრით, ქვეყანას მსგავსი საპენსიო მოდელის რესურსი დღეს არ გააჩნია.