ბელარუსული ბრენდების გამოფენა

ბელარუს ბიზნესმენებს საქართველოს მიმართ ახალი საინვესტიციო გეგმები აქვთ.

სასოფლო-სამეურნეო-ტექნიკა, ფარმაცევტული სფერო და მშენებლობა – ეს არის ის მიმართულებები, სადაც მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული მეწარმეები ქართველ პარტნიორებთან ერთად ბიზნესის დაწყებას აპირებენ. ვიზიტის პირველი დღე 14 შეთანხმებით დასრულდა. ბელარუსული პროდუქციის გამოფენაზე დასასწრებად ჩამოსულ ბიზნესმენთა ჯგუფს თან ბელარუსის ვიცე-პრემიერი ახლავს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. სახელდება კონკრეტული გეგმაც, რომელიც ქვეყნებმა 2021 წლისთვის უნდა შეასრულონ.