2021 წელს მთელი მსოფლიო იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს აღნიშნავს.
თარიღს საქართველოშიც უერთდებიან. „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით საავტორო თანამედროვე ბალეტს, „ბეატრიჩეს“ დგამს.
თბილისის თანამედროვე ბალეტისთვის პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით და ხელმძღვანელობით ბალეტს ქორეოგრაფი, მარიამ ალექსიძე დგამს. პროექტის მთავარი პარტნიორი საქართველოში იტალიის საელჩოა.