BBC-ი სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს

“ახლა არ არის რუსეთთან მეგობრობის დრო” – ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან ინტერვიუს BBC. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დაუშვებელია რუსეთთან საქართველოს მარტო დარჩენა და ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგი პარტნიორების ხელმძღვანელობით უნდა გაიმართოს.

ზურაბიშვილის განცხადებით, თუ დასავლელი პარტნიორები დაიწყებენ დიალოგს რუსეთთან, საქართველო გვერდზე არ დარჩება. სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის ჟურნალისტის მიერ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.