ბაზარზე სახელმწიფო კონტროლი ფართოვდება

კონტროლქვეშ მოექცევა ელექტრო მოწყობილობების ბაზარი.

სფეროს, რომელიც მანამდე საერთოდ არ რეგულირდებოდა, ზედამხედველობის სააგენტო გააკონტროლებს. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტრო მოწყობილობების მონიტორინგი უსაფრთხოების სტანდარტების და ხარისხის მუდმივ შემოწმებას გულისხმობს. საუბარია როგორც ადგილზე წარმოებულ, ასევე იმპორტირებულ პროდუქციაზე. სიახლეა ისიც, რომ რეგულაციები ამოქმედდება იმ სამშენებლო მასალებზეც, რომლებიც მანამდე კონტროლს არ ექვემდებარებოდა.