სამეგრელოში თანასოფლელებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვეს.
დაკავებულების საცხოვრებელ სახლთან შეკრებილებმა სამართალდამცავებს არ მისცეს სახლთან მისვლის საშუალება. პოლიციამ ბრალდებულები ორი დღის წინ დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და138-ე მუხლებით რვა წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე მიმდინარეობს.
გამოძიების ცნობით 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით ბრალდებულებმა დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, რვა წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით ცხრა წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბრალდებულები დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ. ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.