„ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა“

თბილისის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, თბილისი „იუნისეფის“ მხარდაჭერით „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა. მემორანდუმით თბილისის მერია იღებს ვალდებულებას, ბავშვებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ქალაქის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს.