ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი მშვიდობის თასი დასრულდა. ტურნირი წელს მეექვსედ ჩატარდა და მონაწილეობა ხუთი ასაკობრივი ჯგუფის 46-მა გუნდმა მიიღო.
ფინალური შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სტადიონზე გაიმართა. გამოვლინდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული გუნდები.
საუკეთესოს ტიტული ავაზამ, თენგიზ სულაქველიძის აკადემიამ, გორის დილამ, ლოკომოტივმა და 35 – ე სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.