კანონმდებლობა, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობას არეგულირებს, შეიძლება გამკაცრდეს.
შესაბამისი ინიციატივით გაეროს ბავშვთა ფონდი გამოდის. საკითხი დღეს იურიდიული კომიტეტის წევრებთან ერთად განიხილეს. კანონმდებლები გადაწყვეტილებას გაეროს მირ ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ მიიღებენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი კანონი არ არის სრულყოფილი. ის სრულად არ მოიცავს ბავშვის მიმართ შესაძლო ძალადობის ყველა ფორმას. განსაკთრებული ყურადღება კვლევაში ფიზიკური დასჯის მიმართულებებზეა გამახვილებეული. გაეროს კვლევის მიხედვით საქართველოში, ზრდასრული მოქალაქეების უმრავლსობა ფიზიკურ დასჯას დისციპლინური აღზრდის ჩვეულ ნორმად მიიჩნევს.