ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის დღის ცენტრი გაიხსნა

ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულების დედათა და ბავშვთა განყოფილებაში ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის დღის ცენტრი გაიხსნა.

დაწესებულება მსჯავრდებული ქალების სამ წლამდე შვილებისთვის არის განკუთვნილი.

კონცეფციის შემუშავება და ინფრასტრუქტურის მოწყობა „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.