ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ვაკის პარკში
ვაკის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. პარკში მისული ბავშვები სხვადასხვა აქტივობებში ერთვებიან. დაგეგმილია კონცერტები და სანახაობები. ღონისძიებას ორგანიზებას თბილისის მერია უწევს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს კახა კალაძემ სწორედ ვაკის პარკიდან მიულოცა.