შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრადიციულად, 1-ელ ივნისს, „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ საინფორმაციო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო.
თელავის ისტორიულ მუზეუმში გამართულ გახსნით ღონისძიებას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას „112“-ის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს ბავშვთა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლისთვის განხორციელებული ღონისძიებების, ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.