კამათის მიზეზი ხდება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მომავალში ბავშვთა უფლებების კოდექსად უნდა იქცეს.
ცხრა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დოკუმენტს ძირითადად პარლამენტში მისული სასულიერო პირები და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები აკრიტიკებდნენ. პროექტის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე ჩანაწერი არ მოსწონთ, მათ შორის ფორმულირება, რომელიც ბავშვების მიმართ ძალადობას განსაზღვრავს.
პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ყველა სფეროში ბავშვების უფლებების დაცვა კოდექსის დონეზე იქნება გარანტირებული.