ბათუმში, წერეთლის გამზირზე, საიდანაც გუშინ გვიან ღამით გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ჯიხურები და დახლები აიღეს, დღეს დილიდან გამწვანების სამსახური მუშაობს.
გათავისუფლებულ ტერიტორიაზე კვიპაროსის ნერგები ირგვება. ტერიტორიაზე შეკრებილი არიან გარე მოვაჭრეები, ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ და არ აპირებენ საქმიანობა გააგრძელონ ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც მათ მერიამ ალტერნატიული ადგილები შესთავაზა.
წერეთლის გამზირზე გარე ვაჭრობის ჯიხურები გუშინ ბათუმის მერიის თანამშრომლებმა აიღეს. ადგილზე იმყოფებოდა ვიცე-მერი, რომელმაც განაცხადა, რომ მოვაჭრეებთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მათ იცოდნენ, რომ ტერიტორია გათავისუფლდებოდა.