ბათუმში შვიდი საფლავი გაძარცვეს. წაღებულია ბრინჯაოსა და სპილენძის ბარელიეფები.
ფერიის სასაფლაოზე შემთხვევები ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დაფიქსირდა, საქმეზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ამის მიუხედავად, ერთი საფლავი გუშინ გვიან ღამით ისევ გაძარცვეს.
მოსახლეობა მკაცრ რეაგირებას და ღამის დარაჯის დანიშვნას ითხოვს.
საქმეს ბათუმის პოლიციის მეხუთე განყოფილება სწავლობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.