ბათუმში სარეკლამო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე პირები მონაწილეობდნენ.
დამსწრე აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება და ცოდნა სარეკლამო სფეროში მოღვაწე მსოფლიოს წამყვანმა სპიკერები გაუზიარეს, საერთაშორისო ჟიურიმ კი საუკეთესო ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა.
ფესტივალი ბათუმში უკვე მეოთხედ ჩატარდა. პროექტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში განხორციელდა.