ბათუმში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდამცველებმა პანამის დროშით მცურავი მშრალ ტვირთმზიდი გემი დააკავეს.
გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ინდონეზიის მოქალაქეა, საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.