„მიხედეთ ნაგავსაყრელს“, „ვიხრჩობით“, – ამ სლოგანებით, ბათუმში, ნაგავსაყრელის შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები ტერიტორიის შემოღობვას და დაკონსერვებას ითხოვენ. მათი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა. აქციის მონაწილეები ანტისანიტარიასა და აუტანელ სუნზე საუბრობენ.
აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანე მომავალი საქართველოსთვის“.
აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა უკვე დაწყებულია.