ბათუმში გემის ეკიპაჟი დახმარებას ითხოვს

ბათუმის მეთევზეთა ნავმისადგომში მყოფი გემის ეკიპაჟი დახმარებას ითხოვს. გემი 5 თევა რაც პორტში დგას. ეკიპაჟის 9 წევრი კი აცხადებს, რომ კუთვნილი ანაზღაურება უკვე რვა თვეა არ მიუღიათ. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი მცირე ზომის გემის მფლობელი თურქეთის მოქალაქეა. ეკიპაჟის წევრების თქმით, გემი ტექნიკურად გაუმართავია და არ აქვს საწვავი. მათ ფოთიდან ბათუმში სამშენებლო მასალა უნდა გადაეტანათ. ეკიპაჟის წევრები ამბობენ, რომ მათ მიმართ გემის მფლობელის დავალიანებამ 32 ათას ლარს მიაღწია. ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს ოთხი, ინდოეთის სამი, ერთი ირანის და ერთი უკრაინის მოქალაქეა.