ბათუმში, შენობის სახურავიდან ახალგაზრდა მამაკაცის გადმოვარდნისა და დაღუპვის შესაძლო მიზეზების დადგენაზე შრომის ინსპექცია ამ დრომდე მუშაობს. უწყების ინფორმაციით, მათი თანამშრომლები ადგილზე სწავლობენ, რამდენად იყო დაცული სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ზომები, რას შეეძლო გამოეწვია ეს შემთხვევა და რა ტიპის სამუშაოს ასრულებდა დაღუპული, რომელიც, გავრცელებული ცნობით, არასრულწლოვანი იყო.
ტრაგიკული შემთხვევა დღეს დილით, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სახურავის სარეაბილიტაციო პროცესის დროს მოხდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალიგატორი-1“ აწარმოებდა.