ბათუმში 53 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

სავარაუდოდ, გრიპის ვირუსი გახდა ბათუმში 53 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი. პაციენტი ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით 17 დეკემბერს მიიყვანეს. ის დღეს დილით რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდა.

შემდგომი ლაბორატორიული კვლევებისთვის სინჯები თბილისში გადმოიგზავნა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში ლაბორატორიულად H1N1 ვირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა.

სეზონური ვირუსების გამო გამოძახებების რაოდენობა გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.