ბათუმში, ქალაქის მე-7 სკოლის მოსწავლე, რომელიც სავარაუდოდ, დაჭრილია, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სკოლასთან ახლოს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ აიყვანა.
შემთხვევას აჭარის განათლების სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, რადგან ინციდენტი გაკვეთილების შემდეგ მოხდა იმ ადგილზე, რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორია არ არის.
თავად მოზარდმა ექიმებს განუცხადა, რომ ჭრილობა წაქცევის შედეგია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომელიც ასევე არასრულწლოვანია.