ბათუმობა 2018-ის ფარგლებში, ბათუმს კიდევ ერთი დაძმობილებული ქალაქი შეემატა. ბათუმსა და უკრაინის ქალაქ უმანს შორის, დამეგობრების შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა, რაც ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, სოციალური და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.
დღესასწაული წელს ევროპის მოედნიდან დაიწყო. შეკრებილების განწყობაზე ადგილობრივი და უცხოელი ბენდები ზრუნავენ. წლევანდელი ბათუმობის მთავარი ლოკაცია, ძველი ქალაქი იქნება. ღონისძიებები პიაცაზე, გალა კონცერტით დასრულდება.