ბათუმობა - 2024

დღეს ბათუმობაა. ქალაქის დღესასწაულის მთავარი ლოკაცია ბულვარია. უკვე მეორე დღეა ზღვისპირა პარკი სხვადასხვა სახის გამოფენებს, თეატრალურ და მუსიკალურ წარმოდგენებს მასპინძლობს. პირველი დღე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტმა და დიჯეიმ დაასრულეს, დღეს საღამოს კი გაიმართება მასშტაბური გალა კონცერტი ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.