ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადება

აჭარაში აღმოჩენილ, რეპრესირებულთა საერთო სამარხთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სამარხში სწორედ რეპრესირებულები იყვნენ დამარხული.

რაც შეეხება იდენტიფიცირების საკითხს, რასაც დღეს დილიდან მოქალაქეთა ნაწილი ითხოვდა, ეპარქიაში აცხადებენ, რომ ამისთვის შესაბამისი სახსრები არ აქვთ, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ცალკეულ ოჯახებს შეუძლიათ, შესაბამისი ანალიზი თავად ჩაატარონ. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, ბოლშევიკური რეპრესიების დროს, სტალინური სიების მიხედვით დახვრეტილი მოქალაქეების ნეშტებს 21 აპრილს პატივით დაკრძალავენ.