ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. წელიწადი და ექვსი თვე პატიმრობა მიესაჯა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს, ერგასლან ლომაძეს. მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა 20 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე კი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.