ხმაური იყო ბათუმშიც. ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ნაწილმა ძველი შემადგენლობის, ანუ ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა გააპროტესტეს. მათი თქმით, ეს არალეგიტიმურია და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ, დროულად ჩაინიშნოს საკრებულოების პირველი სხდომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია პროტესტს გააგრძელებს. ოპოზიციონერი დეპუტატები ეჭვობენ, რომ სწორედ ძველი საკრებულო დაამტკიცებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რასაც არ დაუშვებენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციას ურჩევს, საქართველოს კანონმდებლობას გაეცნოს.