რა ნაბიჯებით უნდა დაჩქარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში.
სამომავლოდ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სახელმწიფოების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი საკითხებია. რუსული აგრესია იყო ძირითადი, რაზეც საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა უკრაინის პრეზიდენტმა. სიტყვით გამოსვლაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილმა. საუბრის თემა იყო დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიც. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც.
ლევან ახალაია გაგვაცნობს ვრცლად, რა საკითხები განიხილეს კონფერენციის მონაწილეებმა.