ბათუმი კინომოყვარულებს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს – ზღვისპირა ქალაქი წელს საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალს მეთვრამეტედ უმასპინძლებს. წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. ფესტივალის სტუმრები, როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორები კინონამუშევრებს ნახავენ. მათ შორის ნაჩვენები იქნება ზაზა ხალვაშის ფილმი „ლოტო“, რომელზეც რეჟისორი გარდაცვალებამდე მუშაობდა.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი 24 სექტემბერს დაიხურება.