საზოგადოება ზაზა ხალვაშს ემშვიდობება

ქართველი რეჟისორი, რომლის სახელი არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე გაჟღერდა. კოლეგები ზაზა ხალვაშს იხსენებენ.

ჩუმი კინოს ავტორის სახელით ცნობილი ხელოვანი გულის შეტევით გარდაიცვალა.

35-წლიანი წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის დროს რეჟისორმა არაერთი საინტერესო ფილმი გადაიღო და ამ პერიოდში ბევრი სახასიათო პერსონაჟიც შექმნა. მისმა რამდენიმე ნამუშევარმა საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

ზაზა ხალვაშს 8 თებერვალს ქედის რაიონში, მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

დატოვე კომენტარი