ბათუმმა უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას უმასპინძლა. ნომინაციაში – საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა, ბათუმის გმირთა ხეივანმა გაიმარჯვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს სპეციალური პრიზი ორგანიზაციის მსოფლიო პრეზიდენტმა რამონ რიერამ გადასცა. საქართველოს უძრავი ქონების საუკეთესო პროექტები ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა. დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო უძრავი ქონების სფეროს 150 წარმომადგენელმა.